Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო მთავარი პროკურორის ასარჩევად ახალი კანონით დადგენილი პროცედურა


საქართველოს პროკურატურამ დაიწყო ქვეყნის მთავარი პროკურორის ასარჩევად ახალი კანონით დადგენილი პროცედურა. თბილისში მიმდინარეობს პროკურორთა სამდღიანი კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა საპროკურორო საბჭოს 8 წევრი უნდა აირჩიონ. 2015 წლის 28 სექტემბრიდან ოფიციალურად ამოქმედდა პროკურატურის კანონში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი. ახალი კანონის თანახმად, პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო, საპროკურორო საბჭო. საბჭოს 15 წევრიდან რვას ფარული კენჭისყრით აირჩევენ პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები.

XS
SM
MD
LG