Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერიმ ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერებს მოუწოდა ძალადობისთვის ბოლოს მოღებისკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერებს მოუწოდა სასწრაფო ნაბიჯებისკენ, რათა ბოლო მოუღონ უაზრო ძალადობას ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. მისი სიტყვებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისრაელელებმა და პალესტინელებმა გაარკვიონ იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთის სტატუსი და შეთანხმდნენ ნაბიჯებზე, რომლებიც დააშოშმინებს საზოგადოებრივ აზრს და შეაჩერებს ძალადობას, რომელმაც გასულ კვირაში იფეთქა. კვირის ბოლოს კერი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეტანიაჰუსა და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან.

XS
SM
MD
LG