Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის თანახმად, საავადმყოფოს, რომელიც აშშ-ის ჯარებმა დაბომბეს, თალიბი მეამბოხეები იყენებდნენ


ავღანეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საავადმყოფოს, რომელიც აშშ-ის ჯარებმა დაბომბეს, თალიბი მეამბოხეები იყენებდნენ. ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მასუმ სტანეკზაიმ თქვა, რომ საავადმყოფოს, რომელიც ეკუთვნოდა ორგანიზაციას „ექიმები უსაზღვრებოდ“, თალიბანი და, შესაძლოა, პაკისტანის უშიშროების ძალების ოპერატიული თანამშრომლები იყენებდნენ. 22 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა 3 ოქტომბერს აშშ-ის ძალების მიერ საავადმყოფოს წინააღმდეგ განხორციელებული იერიშის შედეგად. ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ იერიშის მომენტისთვის საავადმყოფოში არ იმყოფებოდნენ თალიბი მებრძოლები. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაბომბვისთვის ბოდიში მოიხადა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინანსურ კომპენსაციას გადაუხდის დაღუპულთა ოჯახებს და საავადმყოფოს აღსადგენად საჭირო ხარჯებს გაიღებს.

XS
SM
MD
LG