Accessibility links

logo-print

ნატომ დაიწყო უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში უდიდესი სამხედრო მანევრები


ნატომ დაიწყო უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში უდიდესი სამხედრო მანევრები „ტრაიდენტ ჯანკჩური“, რომელშიც მონაწილეობს 30 ქვეყნის 36 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდერ ვერშბოუს თქმით, წვრთნა აჩვენებს, რომ ნატოს „შეუძლია გაუმკლავდეს ყველაფერს, კონვენციური სამხედრო მოქმედებებით დაწყებული, უფრო ფაქიზი ჰიბრიდული ომითა და პროპაგანდით დამთავრებული“. ვერშბოუ სიტყვით გამოვიდა 19 ოქტომბერს სიცილიის ქალაქ ტრაპანიში, სამხედრო წვრთნის გახსნასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე.

XS
SM
MD
LG