Accessibility links

logo-print

სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს ერაყის მედიისა და ქალთა უფლებების დამცველი ჟაკლინ სატონი


ერაყის მედიისა და ქალთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჟაკლინ სატონი აღმოაჩინეს გარდაცვლილი გაურკვეველ გარემოებაში სტამბოლის მთავარ აეროპორტში. მისი მეგობრები და თანამშრომლები ფაქტის სასწრაფო გამოძიებას მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ მისი წინამორბედიც რამდენიმე თვის წინ დაბომბვის დროს დაიღუპა. ჟაკლინ სატონი ლონდონიდან ერბილში, ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში მიფრინავდა. თურქეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს აეროპორტის ტუალეტში. მათი ინფორმაციით, სატონმა თავი ჩამოიხრჩო, რადგან მან ავიარეისზე დააგვიანა, ახალი ბილეთის საყიდლად კი ფული არ ჰქონდა. თვითმკვლელობის ფაქტს ნერვიული აშლილობის ნიადაგზე ვარაუდობენ. მეგობრები და კოლეგები ეჭვქვეშ აყენებენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ის ქალთა უფლებების ბრძოლისთვის ყოველთვის უარყოფით ყურადღებას იმსახურებდა და სატონის გარდაცვალებასაც სწორედ მის საქმიანობას უკავშირებენ.

XS
SM
MD
LG