Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა შეაჩერა არაბულ უბანში ბეტონის კედლის აშენების გეგმა


მემარჯვენე მინისტრის მწვავე კრიტიკის შემდეგ ისრაელის მთავრობამ შეაჩერა იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე არაბულ უბანში ბეტონის კედლის აშენების გეგმა. ისრაელის მედია იუწყება, რომ გეგმის შესრულება ამ ეტაპზე აღარ გაგრძელდება. კვირას პოლიციამ არაბული უბნის საზღვარზე მაღალი ბეტონის ბლოკები დააწყო, რადგან პალესტინელებს ახლოს მდებარე ებრაულ უბანში ქვების სროლა ვეღარ მოეხერხებინათ. პოლიციას სურდა უბანი ბეტონის კედლით შემოეფარგლა, იუწყება გერმანული გამოცემა "შპიგელ ონლაინ". მემარჯვენე მინისტრებმა ენ ნაბიჯი შეცდომად შეაფასეს, რადგან ეს შეიძლება ყოფილიყო იერუსალიმის გაყოფის დასაწყისი. ისრაელი განაგებს 1967 წელს დაკავებულ აღმოსავლეთ ნაწილს დედაქალაქთან ერთად, პალესტინელები კი ქალაქის აღნიშნულ ნაწილს თავისი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად თვლიან.

XS
SM
MD
LG