Accessibility links

logo-print

თურქეთმა დაადგინა თვითმკვლელი მოიერიშის ვინაობა


თურქეთმა დაადგინა ერთ-ერთის ვინაობა იმ ორი თვითმკვლელი მოიერიშიდან, რომლებმაც მიმდინარე თვეში ანკარაში ორი აფეთქება მოაწყვეს და 102 ადამიანი მოკლეს. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ორიდან ერთ-ერთი თვითმკვლელი მოიერიშე იყო, იუნუს ემრე ალაგოზი, რომლის ძმამ ივლისში ასეთივე თავდასხმა განახორციელა. ანკარის პროკურატურის წარმომადგენლის თანახმად, ძმები ქალაქ ადაიმანში ცხოვრობდნენ და აქტიურად ეწეოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერ საქმიანობას, კერძოდ, ცდილობდნენ ახალგაზრდების დაყოლიებას ამ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. მეორე თვითმკვლელი მოიერიშის დადგენას ექსპერტები დნმ-ის მონაცემების დახმარებით ცდილობენ.

XS
SM
MD
LG