Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია


საქართველოში იმყოფება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია, რომელსაც შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვიქტორ მუჟენკო ხელმძღვანელობს. მისი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის პირისპირ შეხვედრის შემდეგ უკრაინის გენერალური შტაბის დელეგაციასთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიქტორ მუჟენკომ საქართველოს მადლობა გადაუხადა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველოს და უკრაინას აქვთ ტექნიკურ საკითხებსა და სამხედრო განათლების თანამშრომლობის გეგმა და პროცესი ინტენსიურად და დინამიკურად მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG