Accessibility links

logo-print

ბიზნესმენ ამირან გიორგაძეს დაუსწრებლად წაუყენეს ოთხი პირის მკვლელობის ბრალდება


რუსეთის სამშენებლო კომპანია „მიაკნინსკოე პორეჩიეში“, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია ქართველი ბიზნესმენი, ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამირან გიორგაძე, მიმდინარეობს ჩხრეკა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის ცნობით, გიორგაძეს დაუსწრებლად წაუყენეს ოთხი ადამიანის მკვლელობის ბრალდება და მასზე გამოცხადებულია ძებნა რუსეთის ფედერაციის მასშტაბით. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგაძეზე ინფორმაციის სანაცვლოდ დააწესა ფულადი პრემია მილიონი რუბლის ოდენობით. გავრცელებული ცნობების თანახმად, 19 ოქტომბერს გიორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა კრასნოგორსკის მერის პირველი მოადგილე იური კარაულოვი და კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გეორგი კოტლიარენკო. მოგვიანებით გიორგაძის ბინაში მოკლული იპოვეს მისი ბიზნესპარტნიორი ტრისტან ზაკაიძე. იმავე დღეს, სამართალდამცველების მხრიდან დევნისას, გიორგაძემ მოკლა მეოთხე პირი, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ.

XS
SM
MD
LG