Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფა არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას


ფიფამ დაადასტურა, რომ არ აპირებს თავისი პრეზიდენტის არჩევნების გადადებას, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, მიშელ პლატინის გარშემო ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გაურკვეველი. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დღეს „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნები, როგორც დაგეგმილი იყო, გაიმართება 2016 წლის 26 თებერვალს ციურიხში, ფიფას რიგგარეშე კონგრესის ფარგლებში. 26 ოქტომბერს იწურება პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურების წამოყენების ვადა. უეფას პრეზიდენტმა და ფიფას პრეზიდენტობის მაძიებელმა მიშელ პლატინიმ თავისი კანდიდატურა უკვე წამოაყენა, მაგრამ ის, შესაძლოა, ბათილად იქნეს ცნობილი, რადგან 8 ოქტომბერს ფიფას ეთიკის კომისიამ პლატინი და ფიფას ამჟამინდელი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი 90 დღით ჩამოაშორა ფეხბურთთან დაკავშირებულ ყოველგვარ საქმიანობას. საქმე ეხება ორ მილიონ დოლარზე მეტს, რომელიც ბლატერმა პლატინის გადაუხადა 2011 წელს, ცხრა წლით ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. ფიფას პრეზიდენტობის სხვა ოფიციალური კანდიდატები არიან ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი და ტრინიდადისა და ტობაგოს წარმომადგენელი დევიდ ნახიდი.

XS
SM
MD
LG