Accessibility links

logo-print

ერაყი არ მოითხოვს რუსეთისგან სამხედრო-საჰაერო დახმარებას


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გარანტია ერაყისგან, რომ ის არ მოითხოვს რუსეთისგან სამხედრო-საჰაერო დახმარებას რადიკალ-ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა გააფრთხილა ერაყში ვიზიტისას ბაღდადი, რომ რუსეთის ჩარევამ შესაძლოა დააჩქაროს ამერიკის სამხედრო-საჰაერო მოქმედებების დასრულება რადიკალ-ისლამისტების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში, რომელსაც ამერიკა უკვე წელიწადზე მეტია ახორციელებს. რუსეთმა ზაფხულში დაიწყო რიგით მეორე სამხედრო-საჰაერო ომი სირიაში აჯანყებულების ტერიტორიიდან განდევნის მიზნით, თუმცა დასავლეთის განცხადებით, რუსული რაკეტები არ აზიანებს რადიკალ-ისლამისტების დაჯგუფებებს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ აბადმა განაცხადა 1 ოქტომბერს, რომ რადიკალ-ისლამისტების წინააღმდეგ ომში პროგრესის მისაღწევად, ის თანახმაა მიიღოს რუსეთის სამხედრო-საჰაერო დახმარება. დანფორდის განცხადებით, ვაშინგტონი შეაშფოთა ერაყის სურვილმა ჩართოს რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში. ამერიკას არ სურს ჰქონდეს ურთიერთობა რუსეთთან ერაყთან დაკავშირებით. თუმცა ამერიკამ მიიღო გარანტია ერაყის თავდაცვის მინისტრისგან, რომ ამ ეტაპზე არ არის საჭიროება ერაყმა დახმარება სთხოვოს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს.

XS
SM
MD
LG