Accessibility links

logo-print

რუსი პროგრამისტი აცხადებს, რომ ირანმა დაბლოკა მის მიერ შექმნილი აპლიკაცია


ცნობილი რუსი პროგრამისტი აცხადებს, რომ ირანის მთავრობამ დაბლოკა მის მიერ შექმნილი მობილური საკონტაქტო აპლიკაცია მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა ირანის მთავრობის მოთხოვნაზე აღნიშნული აპლიკაცია მოქალაქეების სათვალთვალოდ გამოეყენებინათ. ცნობილი რუსული ვებსაიტის შემქმნელმა პაველ დუროვმა ტვიტერზე დაწერა, რომ ირანის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრმა მას აპლიკაციის სათვალთვალო მოწყობილობებით უზრუნველყოფა მოსთხოვა. დუროვმა უარი განაცხადა მოთხოვნაზე, რის შემდეგაც ირანში მისი აპლიკაცია სახელწოდებით „ტელეგრაფი“ დაიბლოკა. ირანის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ არ ჰქონიათ არანაირი მოთხოვნა აპლიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ისინი დაუშვებენ ქვეყანაში მსგავსი სოციალური ქსელის არსებობას, თუკი მასში გათვალისწინებული იქნება ირანის კულტურული წესები და არ შეუწყობს ხელს ამორალური კონტექსტის გაზიარებას.

XS
SM
MD
LG