Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩავიდა


სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩაფრინდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. როგორც კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ასადი მოსკოვში სამუშაო ვიზიტად ჩაფრინდა გუშინ, 20 ოქტომბერს, რათა მასპინძელთან სირიაში ისლამისტების წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციის გარშემო ემსჯელა. პესკოვის თანახმად, მოლაპარაკება შეეხო „ტერორისტულ ჯგუფებთან“ ბრძოლას, სირიაში რუსეთის სამხედრო, მათ შორის საავიაციო, ოპერაციის გაგრძელებას. მისი თქმით, ასადმა პუტინს სირიის არმიის გეგმების შესახებ ამცნო. სტუმარმა პუტინს მადლობა გადაუხადა სირიის მთლიანობის და დამოუკიდებლობის საქმეში თანადგომისთვის. ბაშარ ალ-ასადმა თქვა, რომ ეს თანადგომა საერთაშორიო სამართლის ჩარჩოებში მოხდა. პუტინის და ასადის შეხვედრა შედგა მაშინ, როცა პენტაგონმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სირიის საჰაერო სივრცეში რუსეთის და აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის თვითმფრინავებს შორის ინციდენტების რისკი. შეთანხმებით დადგინდა რადიოსიხშირეები, რომელთა მეშვეობითაც აშშ-ის და რუსეთის არმიებს შეეძლებათ ინფორმაციის გაცვლა.

XS
SM
MD
LG