Accessibility links

logo-print

ავღანეთის სამხრეთში ბრძოლა გრძელდება თალიბანის მიერ ერთი ოლქის დაკავების შემდეგ


მძაფრი ბრძოლები ავღანეთის მთავრობის ჯარსა და თალიბანის მებრძოლებს შორის არ წყდება სამხრეთის ქალაქ ლაშქარ გაჰში. თალიბანმა წინა დღით დაიკავა ოლქი. ავღანეთის ოფიციალური პირების თანახმად, მათ რეგინში დამატებითი ჯარი გააგზავნეს მას მერე, რაც ბაბაჯის ოლქი თალიბანს ჩაუვარდა ხელში 20 ოქტომბრის საღამოს. ბრძოლების გამო მოსახლეობას ქალაქ ლაშქარ გაჰიდან, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქიდან, გაქცევა უწევს. ბრძოლები ემუქრება პირველ ავტომაგისტრალს, რომელიც ყანდაარს და ჰერათს აკავშირებს. ჰელმანდში აშშ-ის და ბრიტანეთის ჯარები იყვნენ განთავსებული, სანამ ავღანეთს დატოვებდნენ. ჰელმანდი ავღანეთში ოპიუმის წარმოების ცენტრია.

XS
SM
MD
LG