Accessibility links

logo-print

ავღანელი ემიგრანტი კანადის პარლამენტის წევრი გახდა


ავღანეთში დაბადებულმა ქალმა, რომელიც ემიგრაციაში წავიდა კანადაში ორი ათეული წლის წინ, კანადის პარლამენტში ადგილი მოიპოვა. მარიამ მონსეფმა კანადის ლიბერალური პარტიის წევრმა ,გაიმარჯვა თავის კონსერვატორ მეტოქეზე 19 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. 30 წლის მონსეფი ადგილს დაიკავებს პიტერსბორო-კაუართას ოლქში და იქნება ონტარიოს სარჩევნო ოლქშიყველაზე ახალგაზრდა კანონმდებელი. ის კანდაში დაქვრივებულ დედასა და ორ დასთან ერთად ჩავიდა 1996 წელს, როგორც ლტოლვილი.

XS
SM
MD
LG