Accessibility links

logo-print

ირანის უზენაესმა ლიდერმა მხარდაჭერა გამოუცხადა ბირთვულ გარიგებას


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მხარდაჭერა გამოუცხადა ბირთვულ მორიგებას თეირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის, მაგრამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ თეირანი ფხიზლად უნდა იყო, რომ აშშ-ის ნდობა არ შეიძლება. პრეზიდენტ ჰასან როჰანისადმი მიწერილ წერილში, რომელიც თავის უებ საიტზე გამოაქვეყნა, ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ის და ევროკავშირმა აშკარად უნდა განაცხადონ ირანისთვის დაწესებული სანქციებს გაუქმების შესახებ და გაფრთხილება გამოთქვა შეთანხმების ერთი-ორ სუსტ ადგილზე. დღემდე უზენაეს ლიდერი, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეკუთვნის საკვანძო სახელმწიფო საქმეებში, საჯაროდ არც მისალმებია და არც უარუყვია ბირთვული შეთანხმება, რომლის ირანის ავალებს ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG