Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრეთში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი და ერთი აქტივისტი დააკავეს


რუსეთის რესპუბლიკა თათრეთში პოლიციამ დააკავა თათრეთის საჯარო ცენტრის აქტივისტი და რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. 21 ოქტომბერს, პოლიცია და საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები შეიჭრნენ ქალაქ ალაბუგაში მდებარე შენობაში,სადაც თათრეთის საჯარო ცენტრის ფილიალის 40-მდე აქტივისტი შეხვედრას მართავდა და შეკრებილებს მოთხოვეს საბუთები. ისინი, ვისაც არა ჰქონდათ შინაგანი პასპორტები, მათ შორის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, გაფიულა გაზიზოვი, იძულებით წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. გაზიზოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა ტელეფონით, რომ მას წაართვეს ვიდეო-კამერა, ხოლო ფოტოაპარატი დაუმტვრიეს. დაკავების გამო განმარტება პოლიციას არ მიუციათ: აქტივისტების თანახმად, პოლიციის მიზანი შეხვედრისთვის ხელშეშლა იყო. თათრეთის საჯარო ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც თათრების ეროვნულ იდენტობას, ენას და კულტურას უწევს პოპულარიზაციას.

XS
SM
MD
LG