Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ბაიდენმა ეს განცხადება გააკეთა თეთრი სახლის "ვარდების ბაღში", პრეზიდენტ ობამასა და თავის ცოლ ჯილთან ერთად გამოსვლისას. ვიცე-პრეზიდენტის განზრახვა აქტიური სპეკულაციების მიზეზი გახდა ბოლო თვეებში. პოლიტოლოგები აანალიზებდნენ, როგორ გავლენას მოახდენდა ბაიდენის მონაწილეობა კენჭისყრაში, ახლა უკვე კანდიდატის, დემოკრატი ჰილარი კლინტონის შანსებზე. კლინტონი, ამ ეტაპზე, გამოკითხვებით, დაწინაურებულია. 2008 წელს მან კენჭისყრა წააგო ობამასთან, რომელმაც კლინტონი სახელმწიფო მდივნად მიიწვია. ბაიდენმა განაცხადა, რომ თავისი ვაჟის სიკვდილის შემდეგ, ის შეიძლება არ იყოს მზად წინასაარჩევნო კამპანიის სიმძიმისთვის. .

XS
SM
MD
LG