Accessibility links

logo-print

გაეროს სანქციების კომიტეტს შეატყობინეს ირანში ბალისტიკური რაკეტების საცდელი გამოყენების შესახებ


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა გაეროს სანქციების კომიტეტს შეატყობინეს ირანში ბალისტიკური რაკეტების საცდელი გამოყენების შესახებ. ქვეყნებმა მოითხოვეს ფაქტის გამოძიება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ამ სერიოზული დარღვევის აღსაკვეთად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაუგზავნა წერილი კომიტეტს 21 ოქტომბერს ოთხი ქვეყნის მხარდაჭერით. წერილში ნათქვამია, რომ ეს არის უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის დარღვევა და ბალისტიკურ რაკეტას ბუნებრივად შეუძლია ბირთვული იარაღის მოწოდება. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინფორმაცია დაეხმარება კომიტეტს თავისი მოვალეობის შესრულებაში - გამოიძიოს და შესაბამისად იმოქმედოს რეზოლუციის დამრღვევის წინააღმდეგ“, - აცხადებენ დასავლელი ლიდერები. წერილში აღნიშნულია შესაძლო სანქციები ირანის წინააღმდეგ, რის შესრულებასაც სჭირდება ჩინეთისა და რუსეთის თანხმობა, რომლებიც ირანთან მიმართებაში საკმაოდ ლმობიერები არიან. ირანმა უარყო შეფასება, რომ ბალისტიკური რაკეტები ბირთვული იარაღის საბრძოლო მუხტებს შეიცავდა.

XS
SM
MD
LG