Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრმა „უპასუხისმგებლო“ უწოდა პრეზიდენტის განცხადებას


საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. მისი შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ მსგავს საფრთხეზე საუბარი უპასუხისმგებლობაა ნებისმიერი თანამდებობის პირისგან. თავდაცვის მინისტრის თქმით,როცა ამბობ, რომ დიალოგს იწყებ კონსტიტუციურ წესრიგზე, მაშინ ამის ნიშნები უნდა არსებობდეს. „ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს და სანამ ვინმეს მიუთითებ, რომ რაიმეს ძაბავს, სწორედ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადებაა ვითარების დაძაბვა", - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართვა მოსამართლეზე პირდაპირ ზეწოლად შეაფასა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. მისი შეფასებით, გაუგებარია რას ნიშნავს მოსამართლისადმი პრეზიდენტის მოწოდება, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. „მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს განმარტებები გააკეთოს. ეს მოსამართლეზე პირდაპირი ზეწოლა და მის საქმიანობაში ჩარევაა", - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კალაძემ.

XS
SM
MD
LG