Accessibility links

logo-print

რუსეთი არქტიკაში ახალ სამხედრო ბაზებს აშენებს


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუიმ განაცხადა, რომ 2018 წლისათვის რუსეთს მძლავრი სამხედრო ბაზები ექნება არქტიკაში. ამ სამხედრო გეგმის შესახებ რუსეთმა 2008 წელს განაცხადა. სერგეი შოიგუმ 22 ოქტომბერს თქვა, რომ რუსეთი რამდენიმე ახალ სამხედრო ბაზას გახსნის არქტიკაში მდებარე რამდენიმე კუნძულზე და აღადგენს საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებულ ექვს საავიაციო ბაზას. ახალი ბაზების აშენება რუსეთის სამხედრო -საზღვაო ძალების დოქტრინაშია გათვალისწინებული, რომელიც არქტიკის რეგიონს აცხადებს ქვეყნის უმაღლეს პრიორიტეტად მისი სტრატეგიული მნიშვნელობისა და ბუნებრივი სიმდიდრის გამო.

XS
SM
MD
LG