Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიბარ ხალვაშის სარჩელზე შუამდგომლობების ეტაპი დასრულდა


ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას შუამდგომლობების ეტაპი დასრულებულია. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიმოიხილა, როგორც მოსარჩელე მხარის სარჩელი, ასევე მოპასუხე მხარის შესაგებელი. ამასთან, მოსამართლემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც "რუსთავი 2"-სთვის და მის მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება, გადაწყვეტილება ორშაბათს, 26 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს. როდის გახდება სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი, ჯერ უცნობია.

XS
SM
MD
LG