Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია მოსალოდნელი შანტაჟის შესახებ ალექსანდრე ახვლედიანმა გააფრთხილა


პროკურატურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, მის მიმართ ჩაფიქრებული შანტაჟის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, - საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანია. "2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ნიკა გვარამია, რომელმაც დაკითხვისას აჩვენა, რომ მეგობარი, რომელიც მას შეხვდა, არის ალექსი ახვლედიანი, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. საქართველოს პროკურატურა ალექსი ახვლედიანს დღესვე დაიბარებს დაკითხვის მიზნით.

XS
SM
MD
LG