Accessibility links

logo-print

ობამამ განაცხადა, რომ პაკისტანთან უფრო ღრმა ურთიერთობა სურს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მას პაკისტანთან უფრო ღრმა ურთიერთობა სურს. ეს განცხადება მან გააკეთა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის თეთრ სახლში ვიზიტისას. ობამას თქმით, ამერიკასა და პაკისტანს საკმაოდ დიდხნიანი ურთიერთობა აქვთ როგორც უსაფრთხოების საკითხებში, ასევე სამეცნიერო და ფინანსური კუთხით. ოფიციალური პირების განცხადებით, ლიდერებმა იმსჯელეს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ დახმარებაზე ისლამაბადისთვის და გაჭიანურებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ავღანეთში.

XS
SM
MD
LG