Accessibility links

logo-print

ამერიკისა და ერაყის სამხედროებმა 70-მდე მძევალი გადაარჩინეს სიკვდილით დასჯას


ამერიკისა და ერაყის სამხედროებმა 70-მდე მძევალი გადაარჩინეს სიკვდილით დასჯას 22 ოქტომბერს განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად. სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა ერთი ამერიკელი და რამდენიმე ერაყელი ჯარისკაცი. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი პიტერ კუკი ავრცელებს. რადიკალისლამისტური დაჯგუფების წევრებს ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ ციხეში 70-მდე მძევალი ჰყავდათ დატყვევებული. ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფების წევრები აპირებდნენ სიკვდილით დაესაჯათ მძევლები. რადიკალისლამისტური დაჯგუფების ხუთი წევრი დაიღუპა და რამდენიმე დააკავეს მძევლების გათავისუფლებისას. ასევე დაიღუპა ამერიკელი ჯარისკაცი, რაც პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან გაიყვანა ჯარი.

XS
SM
MD
LG