Accessibility links

logo-print

ლავროვი და კერი სირიის კრიზისზე ვენაში იმსჯელებენ


სირიის კრიზისზე სასაუბროდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 23 ოქტომბერს ვენაში შეხვდებიან ერთმანეთს. ვენის შეხვედრაში მონაწილებას მიიღებენ ასევე თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ამ შეხვედრას წინ უსწრებდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში, რასაც უარყოფითად შეხვდა ვაშინგტონი. აშშ-ი და მისი მოკავშირეები მოსკოვს აკრიტიკებენ ასევე სირიაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო ავიაციის იერიშებისთვის, რომლის მიზანს, ზოგ შემთხვევაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ალ ასადის მოწინააღმდეგე ძალების განადგურება წარმომადგენს. რუსეთის პრეზიდენტმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბაშარ ასადი მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუ ისინი მზად არიან დიალოგისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG