Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მოუწოდებს პაკისტანს ავღანეთთან სამშვიდობო დიალოგში მონაწილეობისაკენ


აშშ-ის პრეზდენტმა ბარაკ ობამამ პაკისტანის პრეზიდენტ ნავაზ შარიფს მოუწოდა, რათა თავიდან აიცილოს დესტაბილიზაციის რისკი, რაც პაკისტანის ბირთვული პროგრამის შემდგომი განვითარება შეიცავს. ვაშინგტონი შეშფოთებულია პაკისტანის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამით, რასაც ისლამაბადი ინდოეთის შეკავებისა და მისგან თავდაცვის აუცილებლობით ხსნის. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა თეთრ სახლში 22 ოქტომბერს გაიმართა. განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე ვითარება ავღანეთში, რომელთან, ისევე როგორც მეზობელ ინდოეთთან, პაკისტანს ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ერთობლივი შეხვედრისას მიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბარაკ ობამამ და ნავაზ შარფმა მხარი დაუჭირეს ავღანეთის სამშვიდობო პროცესს და მოუწოდეს თალიბანის ლიდერებს, რათა განაახლონ ჩიხში შესული პირდაპირი მოლაპარაკებები ქაბულთან.

XS
SM
MD
LG