Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონიდ ძიაპშბას განცხადებით, სოხუმში სიტუაცია სტაბილურია


სოხუმში, მიტინგების მიუხედავად, სიტუაცია სტაბილურია და ბოლო ორი დღის განმავლობაში რაიმე ექსცესი არ მომხდარა - ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლეონიდ ძიაპშბამ. მისივე თქმით, სამართალდამცავებს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვთ, რათა კანონის შესაბამისად აღკვეთონ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. რაც შეეხება ადგილობრივი ოპოზიციის მოთხოვნას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ, ლეონიდ ძიაპშბამ განაცხადა, რომ აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნა მიუღებელია, რადგან რაულ ხაჯიმბა კანონიერად არჩეული პრეზიდენტია და მისი ლეგიტიმურობა ოპონენტებმაც აღიარეს. აფხაზურმა ოპოზიციურმა პარტიამ „ამცახარამ“ 21 ოქტომბერს სოხუმში გამართულ ყრილობაზე, რომელშიც 3 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ანტისახალხოდ გამოაცხადა, ეროვნული თანხმობისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა და რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა. იმავე დღეს სოხუმში გაიმართა ხაჯიმბას მხარდამჭერთა მიტინგი. თავად რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ვადის ამოწურვამდე გადადგომას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG