Accessibility links

სასამართლომ გაამართლა 2013 წლის 17 მაისის მანიფესტაციისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულები


თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა 2013 წლის 17 მაისის მანიფესტაციისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს, სასულიერო პირს, მამა იოთამ ბასილაიას, ბექა სალუქვაძეს, ტიტალ დავრიშიანს და გიორგი ბასიაშვილს. გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა. 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მათი მრევლის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG