Accessibility links

ანგელა მერკელი: უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობა არ არის რუსეთის საწინააღმდეგო


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირისა და უკრაინის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ბერლინში გერმანია-უკრაინის ეკონომიკური კონფერენციაზე საუბრის დროს 23 ოქტომბერს მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანიას კარგი ეკონომიკური თანმშრომლობა სურს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან. ევროკავშირ-უკრაინის ასოცირებულ შეთანხმებას ხელი გასულ წელს მოეწერა. დოკუმენტის მომხრეები მიიჩნევენ, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია უკრაინის დასავლეთთან დაახლოებისათვის, მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ ასეთი თანამშრომლობა რუსეთის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. მერკელმა აცხადებ, რომ გერმანელი ბიზნესმენები მზად არიან უკრაინაში ინვესტიციების განსახორციელებლად, თუმცა კიევმა უნდა განაგრძოს რეფორმები, დაამარცხოს კორუფცია და ალაგმოს ოლიგარქების გავლენა.

XS
SM
MD
LG