Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტმა 23 ოქტომბერს სოჭში მიიღო ირანის პარლამენტის სპიკერი ალი ლარიჯანი, რომელმაც წარმატებული უწოდა ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარებას და შეაქო პუტინი რეგიონში რუსეთის გავლენის გაძლიერების გამო. ირან-რუსეთის ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმაც. „რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ურთიერთობებს, ის ძალიან ნაყოფიერად ვითარდება. ირანს ძალიან დიდი და კონსტრუქციული წვლილი შეაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის სირიაში. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ირანის მონაწილეობის გარეშე სირიაში ვითარების დარეგულირება არ იქნება ხანგრძლივი და სტაბილური“, - განაცხადა პუტინმა

XS
SM
MD
LG