Accessibility links

logo-print

ავღანეთის არმიამ თალიბების რაზმი მოიმწყვდია ამუ-დარიის კუნძულზე


ავღანეთის არმიამ, რომლის მიერ წამოწყებულ იერიშს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ რაშიდ დოსტუმი ხელმძღვანელობს, - ათეულობით თალიბანის მებრძოლი მოიმწყვდია ალყაში ამუ-დარიის ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც ავღანეთსა და თურქმენეთის საზღვარზე მდებარეობს. უფრო ადრე დოსტუმის ჯარებმა, ავღანეთის ჯოუზანის პროვინციაში შეუტიეს იმ სოფლებს, რომლებსაც თალიბები დაეპატრონენ. ჯოუზანის გუბერნატორის მოადგილემ აბდულრაჰმან მამუდიმ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ დოსტუმის ძალებმა დახოცეს 30-მდე ექსტრემისტი და ხელთ იგდეს მათი ჯავშანმანქანები, იარაღი და აღჭურვილობა.

XS
SM
MD
LG