Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: მედიის თავისუფლების შეზღუდვა და ძალადობის კადრების ტირაჟირება მიუღებელია


საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება ეს არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა, რომელზეც საქართველოს მთავრობა დგას. შესაბამისად, მინისტრი დარწმუნებულია, რომ არც ერთი სატელევიზიო, თუ მედიაკომპანიის მაუწყებლობის პოლიტიკაში ჩარევა არ ხდება და არ მოხდება. „ვფიქრობ, რომ გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე იმან, რომ ეჭვი გაჩნდეს ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში ქვეყანაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომლის სიტყვებიც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესსნიუსს“ მოჰყავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება, რადგან „ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა.“

XS
SM
MD
LG