Accessibility links

ნატოს წარომადგენელი: არავინ უნდა მოახდინოს სასამართლო პროცესის პოლიტიზება


მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სიმშვიდე შეინარჩუნოს და მივესალმები ამ მხრივ, პრეზიდენტი მიერ გამოჩენილ ინიციატივას, - ამის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ეს მით უფრო აუცილებელია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ნატოს და ევროკავშირის გზაზე დგას. უილიამ ლაჰიუმ დემოკრატიულ პროცესებში მედიის როლი მნიშვნელობას ხაზ გაუსვა, თუმცა დასძინა, რომ არავინ უნდა მოახდინოს სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება.

XS
SM
MD
LG