Accessibility links

კერი: იმედია, სირიის გარშემო შეხვედრა 30 ოქტომბერს კვლავ გაიმართება


სირიის კრიზისზე სასაუბროდ,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 23 ოქტომბერს ვენაში შეხვდნენ ერთმანეთს. ვენის შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ ასევე თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. კერიმ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება სირიის გარშემო გაგრძელდება 30 ოქტომბერს. მან თქვა, რომ შევთანხმდით, კონსულტაციები გავმართოთ ყველა მხარესთან და მიზნად დავისახოთ, გაიმართოს მომავალ პარასკევს უფრო ფართო შეხვედრა, რათა გავარკვიოთ, არის თუ არა საკმარისი საერთო საფუძველი, რომ განვავითაროთ აზრიანი პოლიტიკური პროცესი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაიმეორე რუსეთის პოზიცია, რომ მოსკოვი წინააღმდეგია ბაშარ ალ-ასადის გადაყენებისა ნებისმიერი გარეშე ძალის მიერ. სირიის პრეზიდენტის ბედი უნდა გადაწყვიტოს სირიის ხალხმა, უთხრა ლავროვმა რეპორტიორებს.ვენაში ამ შეხვედრას წინ უსწრებდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში, რასაც უარყოფითად შეხვდა ვაშინგტონი. აშშ-ი და მისი მოკავშირეები მოსკოვს აკრიტიკებენ ასევე სირიაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო ავიაციის იერიშებისთვის, რომლის მიზანს, ზოგ შემთხვევაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ალ ასადის მოწინააღმდეგე ძალების განადგურება წარმომადგენს. რუსეთის პრეზიდენტმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბაშარ ასადი მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუ ისინი მზად არიან დიალოგისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად. სირიაში ჩავიდა რუსეთის კანონმდებელთა ჯგუფი, რომელიც ასადს ხვდება. ამ ცნობას რუსეთის სააგენტოები ავრცელებენ.

XS
SM
MD
LG