Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივ მორიგეობას გასწევს საპატრულო პოლიცია


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერები დამონტაჟდება და მუდმივ მორიგეობას გასწევს საპატრულო პოლიცია. ამის შესახებ 24 ოქტომბერს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ. მიზეზად სახელდება გამოძიება „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად“ შეთქმულების მუხლით. პერტაიას განმარტებით, "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე "დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა ვუზრუნველვყოთ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაცები".

XS
SM
MD
LG