Accessibility links

logo-print

პროკურატურა 26 ოქტომბერს დაკითხავს „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს


საქართველოს მთავარ პროკურატურაში ორშაბათს, 26 ოქტომბერს დაკითხავენ „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, რომელიც დაკითხვაზე დღეს იყო დაბარებული, მაგრამ უარი თქვა პრორკურატურაში მისვლაზე. ინფორმაციით, რომელიც სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა, გვარამიამ დაკითხვაზე უარის მიზეზად დაასახელა ის, რომ მის ადვოკატს არ ეცალა. ასევე საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ უარი თქვა პროკურატურის შეთავაზებაზე სახელმწიფო დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას დაკითხვა უკავშირდება მისივე განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას: გვარამიას თქმით, მან ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანისგან მიიღო ხელისუფლების მესიჯი, რომელიც მუქარასა და შანტაჟს შეიცავს.

XS
SM
MD
LG