Accessibility links

საქართველოში დაიწყო გამოძიება „ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად“ შეთქმულების მუხლით


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად“ შეთქმულების მუხლით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ 24 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიებას საფუძვლად უდევს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია: „დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად“, განაცხადა იზორიამ. მედიაში 23 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის აეროპორტში ესაუბრა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზე.

XS
SM
MD
LG