Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმიამ კონტროლი აღადგინა თალიბების ხელში გადასულ რაიონზე


ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უშიშროების ძალებმა კონტროლი აღადგინეს ჩრდილო-დასავლეთში, ფარიაბის პროვინციაში მდებარე ღორმაშის რაიონზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიპყრეს თალიბმა მეამბოხეებმა. პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, 24 ოქტომბერს მთავრობის ჯარებმა ავღანეთის დროშა აღმართეს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაზე სამდღიანი იერიშის შემდეგ. ამავე წყაროს ცნობით, თალიბებმა დახოცეს ადგილობრივი პოლიციის უფროსი აბდულ მაჯიდი და კიდევ 12 პოლიციელი გასულ კვირაში მათი შეპყრობის შემდეგ. ავღანეთის ჯარის სამხედრო ოპერაციას, რომელიც მოჰყვა ღორმაშის რაიონში 18 ოქტომბერს თალიბების შეჭრას, კოორდინაციას უწევდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი აბდულ რაშიდ დოსტუმი. დოსტუმი ყოფილი საველე მეთაურია და არა აქვს მინიჭებული ოფიციალური ფუნქცია არმიაში. ბოლოხანს ის თავის შეიარაღებულ რაზმთან ერთად მოქმედებს თალიბანის და ჩრდილოეთ ავღანეთში მებრძოლი სხვა მეამბოხეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG