Accessibility links

logo-print

უკრაინამ უარყო მოსკოვის წინადადება ფრენის შეწყვეტაზე უარის შესახებ


25 ოქტომბრიდან უკრაინასა და რუსეთს შორის ფრენა შეწყდება მიუხედავად მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირების ინიციატივისა, უარი ითქვას ამ გეგმაზე. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი პივოვარსკიმ 24 ოქტომბერს უთხრა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს, რომ „25 ოქტომბრიდან აღარ იარსებებს საჰაერო მიმოსვლა რუსეთის ქალაქებთან“. რუსი და უკრაინელი პირები 23 ოქტომბერს ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვის ინიციატივით, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა. კიევმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ 25 ოქტომბრიდან წყვეტს საჰაერო მიმოსვლას რუსეთთან. მოსკოვმა მალევე მიიღო საპასუხო ზომა, რომელიც იმავე დღეს უნდა ამოქმედდეს.

XS
SM
MD
LG