Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია დაკითხვაზე გამოცხადდა


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე გამოცხადა. ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს მას შემდეგ, რაც გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად“ შეთქმულების მუხლით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ 24 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიებას საფუძვლად უდევს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. იზორიას არ დაუკონკრეტებია, რა ინფორმაციას ეფუძნება გამოძიება, მაგრამ ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის აეროპორტში ესაუბრა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზე. მოდულის შენობასთან გიგა ბოკერიას მხარდასაჭერად მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებიც.

XS
SM
MD
LG