Accessibility links

logo-print

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება


უკრაინაში იმართება ადგილობრივი არჩევნები, რომელთა შედეგიც გაარკვევს, რამდენად ძლიერი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პროდასავლურ მმართველ კოალიციას ეკონომიკური კრიზისის და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ფონზე. ელექტორატი ირჩევს მერებს და საკრებულოების დეპუტატებს უკრაინის ყველა რეგიონში, გარდა ყირიმისა, რომლის ანექსიაც რუსეთმა მოახდინა, და აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებისა, რომლებსაც რუსეთის მომხრე სეპარატისტები აკონტროლებენ. საარჩევნო უბნები დახურულია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარიუპოლშიც ბიულეტენების გარშემო დავის გამო. პოროშენკოს პარტია „სოლიდარობა“ სავარაუდოდ ყველაზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, თუმცა მხარდაჭერა შემცირებულია 26%-მდე, ანუ ნახევარზე ნაკლებამდე მას შემდეგ, რაც პოროშენკო პრეზიდენტად აირჩიეს 2014 წლის მაისში.

XS
SM
MD
LG