Accessibility links

logo-print

ჩერნოგორიაში პოლიციამ ანტისამთავრობო დემონსტრაცია დაშალა


ჩერნოგორიაში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა მთავრობის მოწინააღმდეგე ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად. აქციის 5000-მდე მონაწილემ 24 ოქტომბერს საპროტესტო სვლა მოაწყო პარლამენტისაკენ პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ოპოზიცია კორუფციაში და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს ჯუკანოვიჩს. თავის მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ დემონსტრაციები იმართება რუსეთის და სერბიის მხარდაჭერით და მიზნით, რომ ჩერნოგორიას ხელი შეეშალოს ნატოში გაწევრიანებაში. 24 ოქტომბრის აქცია დასაყისში მშვიდობიანი იყო, მაგრამ ძალადობაში გადაიზარდა, როცა დემონსტრანტებმა სცადეს პარლამენტთან პოლიციის კორდონის გარღვევა. ჟურნალისტები იუწყებიან, რომ დემონსტრანტები ქვებს და აალებად ყუმბარებს ესროდნენ პოლიციელებს. ჩერნოგორიის შინაგან საქმეთა მინისტრის, რასკო კონეივიჩის ცნობით, დაშავდა 15 პოლიციელი, მათგან ერთი მძიმედ და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 24 სამოქალაქო პირს. კონეივიჩი ცხადებს ასევე, რომ ძალადობასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად, დააკავეს აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური ალიანსის, დემოკრატიული ფრონტის ლიდერი ანდრია მანდიჩი და მისი მოკავშირე სლავენ რადუნოვიჩი. ოპოზიციამ ერთი კვირის წინაც გამართა საპროტესტო აქცია.

XS
SM
MD
LG