Accessibility links

logo-print

ევროკავშირის და ბალკანეთის ლიდერები მიგრანტთა კრიზისზე მსჯელობენ


ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ ბრიუსელში მიგრანტთა კრიზისის განსახილველად. სამიტის ფონს ქმნის ევროპის სამი ქვეყნის მუქარა, რომ საზღვრებს ჩაკეტავს, თუ ევროკავშირის ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნები შეწყვეტენ მიგრანტების მიღებას. დღევანდელი სამიტი მოიწვია ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა. მონაწილეებს შორის არიან ევროკავშირის იმ რვა ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მიგრანტთა ძლიერი ნაკადით გამოწვეული კრიზისის ცენტრში მოექცნენ, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. 24 ოქტომბერს ბულგარეთმა, რუმინეთმა და სერბიამ განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ, გახდნენ „ბუფერული ზონა“ ათიათასობით მიგრანტისათვის, რომლებიც ევროპაში ჩადიან უმეტესწილად სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა სოფიაში რუმინეთის და სერბიის ლიდერებთან შეხვდერის შემდეგ გამოაცხადა, რომ სამივე ჩაკეტავს საზღვრებს, თუ გერმანია, ავსტრია და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები შეწყვეტენ მიგრანტების მიღებას.

XS
SM
MD
LG