Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი „მზად არის არჩევნებისათვის“


რუსი პარლამენტარი, კომუნისტური პარტიის წარმომამდგენელი ალექსანდრ იუშჩენკო აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მზად არის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. იუშჩენკო დამასკს ეწვია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში და ასადთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სირიის პრეზიდენტი „მზად არის ჩაატაროს არჩევნები ყველა იმ პოლიტიკური ძალის მონაწილეობით, რომელსაც სირიის კეთილდღეობა სურს“. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ასადმა რუსეთის დელეგაციას უთხრა, რომ „ ტერორისტული ჯგუფების განადგურებას“ მოჰყვება პრობლემის პოლიტიკური მოგვარება, რომლისკენაც სირია და რუსეთი მიისწრაფვიან.

XS
SM
MD
LG