Accessibility links

logo-print

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება


პოლონეთში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგადაც შესაძლოა, ხელისუფლების სათავეში დაბრუნდეს კონვერვატიული პარტია „სამართალი და სამართლიანობა“. მას ხელმძღვანელობს იაროსლავ კაჩინკსი, ავიაკატასტროფაში დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ტყუპის ცალი ძმა. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, პოლონეთის მმართველი პარტია, ცენტრისტული ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმა“, რომელიც რვა წელია მართავს ქვეყანას, ამჯერად დამარცხდება. მას, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ამომრჩევლების სულ 20% ემხრობა, ხოლო კონსერვატიულ „სამართალს და სამართლიანობას“ – 30%-ზე მეტი. „სამართალი და სამართლიანობა“ სკეპტიკურად აფასებს ევროკავშირს და აქტიურად ემხრობა ნატოს როლის გაძლიერებას რუსეთთან ურთიერთობაში.

XS
SM
MD
LG