Accessibility links

logo-print

უკრაინასა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა


უკრაინასა და რუსეთს შორის შეწყდა პირდაპირი ავიარეისები, რასაც ითვალისწინებს კიევის ინიციატივით დაწესებული ახალი სანქციები. საჰაერო მიმოსვლა შეწყდა 25 ოქტომბერს, ბოლო მომენტში გამართული მოლაპარაკების მიუხედავად. კიევმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ ფრენას აუკრძალავდა რუსეთის ავიაკომპანიებს, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ. რუსეთმა „სიგიჟე“ უწოდა ამ ზომას და გამოაცხადა, რომ მას საპასუხო ზომას დაუპირისპირებდა. ავიარეისების აკრძალვა ყოველ თვე ათიათასობით მგზავრს შეეხება. მათ მოუწევთ უფრო ძვირი ბილეთების შეძენა მესამე ქვეყნების გავლით, ან მატარებლით გადაადგილება.

XS
SM
MD
LG