Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციის ლიდერი რენატო უსატი


მოლდავეთში ციხიდან გამოუშვეს პრორუსული ოპოზიციური პარტიის, „ჩვენი პარტიის“ ლიდერი რენატო უსატი. სასამართლომ უარყო პროკურორების მიმართვა მისი წინასწარი დაკავების 30 დღით გაგრძელების შესახებ და მისი გათავისუფლება მოითხოვა. სასამართლოსთან ასობით მხარდამჭერი ელოდებოდა უსატის, რომელმაც განაცხადა, რომ გაგრძელდება ბრძოლა კორუმპირებული მთავრობის წინააღმდეგ. უსატი მოლდავეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ბალტის მერია. ის 23 ოქტომბერს დააკავეს კიშინიოვის აეროპორტში, სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენის ბრალდებით. უსატიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვლად ფილატისა და ერთ-ერთი ბიზნესმენის საუბრის ჩანაწერი. ფილატი გასულ კვირაში დააკავეს 260 მილიონი დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით. უსატის პარტიას არ მიუღია 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფულის საზღვარგარეთიდან მიღების გამო. თავად უსატი მოლდავეთიდან გაიქცა, მისივე თქმით, დაპატიმრების საფრთხის გამო, მაგრამ მოგვიანებით დაბრუნდა ბალტის მერის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG