Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ნატოს კვირეული გაიხსნა


საქართველოში გაიხსნა ნატოს კვირეული, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დაარსების 10-წლიან იუბილეს ეძღვნება. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქართველი ჯარისკაცების ღვაწლზე საერთაშორისო მისიებში. "აქ ჩვენ ყველანი ვდგავართ ერთად, გაერთიანებული იმ ერთიანი ღირებულებით, იმ ერთიანი სწრაფვით და მიზნებით, რომელსაც საქართველო მიჰყავს უფრო დაცული, უფრო ძლიერი და უფრო სტაბილური ქვეყნისკენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ნატოს კვირეულის გახსნაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრებიც, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მან საქართველოს „მტკიცე არჩევანი“ უწოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. იუწყებიან აგრეთვე, რომ ნატოს კვირეულთან დაკავშირებით ორშაბათს საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი.

XS
SM
MD
LG