Accessibility links

logo-print

საქალაქო სასამართლოში განახლდა „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის დაბრუნების შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც ზარალის ანაზღაურებას შეეხება. კერძოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"და მისი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები მოსამართლისგან ითხოვდნენ განჩინებას, რომ მათ სასარგებლოდ პროცესის დასრულების შემთხვევაში ანაზღაურდეს წილების დაყადაღებით მიყენებული ზარალი, 700 ათასი აშშ დოლარი. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მოპასუხე მხარისგან მოითხოვა 30 ოქტომბრისთვის წარუდგინოს ზარალის ამსახველი კალკულაცია, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებს.

XS
SM
MD
LG